მართოთი

Caption

მართოთი, მარტოტბა, ტბა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის თხემზე, საქართველო–რუსეთის სასაზღვრო ზოლთან. ზ. დ. 2650 მ. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ტბის სამხრ. ნაპირიდან გამოედინება მდ. კაბალი (ალაზნის მარცხ. შენაკადი). ტბის წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. მისი შემოგარენი დაფარულია ალპ. მდელოთი.