მარი ივანე (კაკო) გიორგის ძე (2. XII. 1902, დაბლაციხე, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 17. IX. 1990, თბილისი), სპორტსმენი (მთამსვლელი), მთამსვლელობის ორგანიზატორი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1952). სამხედრო ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მ. იყო ა. ჯაფარიძის სახ. საქართვ. ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936) და თავ-რე (1940–43), საქართვ. სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი მთამსვლელობის უფრ. ინსტრუქტორი, საკვალიფიკაციო კომისიის თავ-რე, საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი, სსრკ გეოგრ. საზ-ბის საპატიო წევრი (1985). იყო ალპინისტურ კლუბ „წეის“ დირექტორი (1938–39). მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ასვლა მყინვარწვერზე ახალი, სამხრ.-აღმ. გზით (1932), ასევე ნამყვამ-წურუნგალა-აილამისა (1947) და შხელდა-უშბის (1950) ტრავერსები, სასიმაღლო-სპორტ. ასვლები პამირში (1962) და სხვ.