მარიამისწყალი

მარიამისწყალი, მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, მდ. ქეშელთის (მდ. ფაწის მარცხ. შენაკადი) მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს დვალეთის ქედის სამხრ. კალთებიდან. ხეობას ეტყობა ძველი მყინვარების მექან. მუშაობის კვალი ტროგული ფორმისა და მორენული დანაგროვების სახით, რ-იც სოფ. დუოდონასტომდე აღწევს.