მარკაროვი ივანე ქრისტეფორეს ძე (11. V. 1844, ჩარდახლუ, მთიანი ყარაბაღი, ელიზავეტპოლის გუბერნია, – 25. III. 1931, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1904), გენერალ-ადიუტანტი. დაამთავრა თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზია და სამედ.-ქირურგ. საიმპერატორო აკადემია. 1871-იდან მუშაობდა თბილ. სამხ. ჰოსპიტალში, 1873 დაინიშნა თბილ. სამხ. გიმნაზიის უფროს ექიმად, იმავდროულად მსახურობდა კავკასიის სამხ. ოლქის შტაბში (თბილისი). 1874-იდან თბილისში იყო კავკ. საიმპერატორო სამედ. საზ-ბის ნამდვილი წევრი, თბილ. სამხ. ჰოსპიტლის კოჯრის განყ-ბის უფროსი (1877–78, იქვე ჰქონდა ბავშვთა საავადმყოფო), კავკ. I საკავალერიო, კაზაკთა I, მე-18 ქვეითი დივიზიებისა და მე-14 საარმიო კორპუსის ექიმი (1891–1903), სახელმწ.მრჩეველი (1897), კავკასიის საარმიო კორპუსის მთ. ექიმი (1904).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დოლიძე