მარკოზაშვილი თეიმურაზ მიხეილის ძე (5. XII. 1927, თელავი, 14. VII. 1973, თბილისი), არქიტექტორი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1977). დაამთავრა სპი-ის სამშენებლო ფაკ-ტი არქიტ. სპეციალობით (1949). ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში, მ. შ. „საქგიპროშახტში“, „საქქალაქმშენსახპროექტში“. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრ. სახლები თბილისში (1952–58), საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურები კუს ტბაზე (1962), ჰიდროელექტროსადგურის შენობა მდ. ჩორდაზე (1954), საცხოვრ. სახლები ტყიბულსა და მახარაძეში (ახლანდ. ოზურგეთი; 1954–57, არქიტ. გ. გოზალიშვილთან ერთად), ახალი ათონის გამოქვაბულის კომპლექსი (1976, ავტორთა ჯგუფთან ერთად – სსრკ სახელმწ. პრემია), 280-ადგილიანი ტურბაზა ვარძიაში (1978).