მარკოზაშვილი ივანე პავლეს ძე (11. XII. 1799, თბილისი, – 22. IX. 1877, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1871). 1819 დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის I კადეტთა კორპუსი. ამავე წელს დაიწყო სამხედრო სამსახური. რუსეთ-ირანის (1826–28), რუსეთ-ოსმ. (1828–29), ყირიმის (1853–56) ომების მონაწილე. 1844 დაინიშნა I ბრიგადის მე-4 ქართ. სახაზო ბატალიონის, 1852–56 – I ბრიგადის მე-3 ქართ. სახაზო ბატალიონის უფროსად. 1858–59 იყო მეტეხის ციხის კომენდანტი, 1869–72 – თბილ. საკომენდანტო სამმართველოსთან არსებული სამხ.-სასამართლო კომისიის უფროსი. 1874 გადადგა სამხ. სამსახურიდან.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე