მარკოზაშვილის დარბაზი, პაატა ბატონიშვილის მეთაურობით ერეკლე II-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში (იხ. სტ. პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765) ჩაბმული ქართლის რეაქციული თავადაზნაურობის თავშეყრის ადგილი. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ტერმინი „მარკოზაშვილის დარბაზელები“ აღნიშნავს XVIII ს. II ნახ-ში ქართლ-კახეთის მეფისადმი ოპოზიციურად განწყობილ თავად-აზნაურთა დასს.
ლიტ.: ჯავახიშვილი ნ., 1765 წლის შეთქმულების მონაწილეთა იდენტიფიკაციისათვის, „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 2013, [ტ.] 7.