„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ (შპს), კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი საწარმო საქართველოში (შედის სააქციო საზ-ბა „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაში). დაარსდა 2007. მდებარეობს მარნეულში (ქვემო ქართლი), თბილისიდან 40 კმ-ში. ქ-ნა აღჭურვილია ევრ. ლიდერი კომპანიების (Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG და სხვ.) თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და სრულად შეესაბამება საერთაშ. სტანდარტებს. აწარმოებს ხილისა და ბოსტნეულის 50-ზე მეტი სახეობის კონსერვს: სალათებს, აჯიკას, ტომატის პასტას, მწნილებს, საწებლებს, ჯემებს, მურაბებს და სხვ. პროდუქცია მზადდება მხოლოდ საქართველოში მოყვანილი ნედლეულით, რ-ის ნაწილს ქ-ნა იბარებს პარტნიორი კომპანია „მარნეული აგროსგან“, ნაწილს კი – 150-ზე მეტი ქართვ. ფერმერისგან. პროდუქცია გადის ექსპორტზე.