მაროკოს კალია

მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus), მწერი სწორფრთიანების რიგისა. კალიების ერთ-ერთი ყველაზე მავნე სახეობაა. სხეულის სიგრძე 22–38 მმ აღწევს. წითურ-მოყვითალო შეფერილობისაა, აქვს მუქი ლაქები და ზურგზე ღია ჯვრისებრი გამოსახულება. უკანა ფეხების წვივები წითელია. გვხვდება ორი – ჯოგური და მარტოხელა ფორმის სახით. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, ირანში, ავღანეთში, გვხვდება საქართველოშიც. მასობრივი გავრცელების კერაა უდაბნოში, ხშირად მთისწინეთებსა და მთათა კალთების ქვედა ნაწილებში. დიდ ზიანს აყენებს ბამბას, იონჯას, ბაღისა და ბაღჩეულ კულტურებს.

ე. აბაშიძე