მარტელის უფსკრული, უფსკრული გაგრის მუნიციპალიტეტში, ბერჭილის ქედზე, მდ. სანდრიფშის (ხაშუფსეს მარცხ. შენაკადი) აუზში. აბსოლ. სიმაღლე – 2350 მ, შეფარდებითი სიმაღლე – 520 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ მასიურ კირქვებში. უფსკრულის საწყისი მონაკვეთი ცილინდრული ფორმის 80 მ სიღრმის ვერტ. შახტია. გვხვდება ადგილ. წარმოშობის ნგრეული მასალა, მრავალწლიანი თოვლის კონუსი, რ-იც ქვედა ნაწილში ფირნში გადადის. ჰაერის ტემპ-რა 3–40 C. უფსკრული მშრალია. თოვლის დნობის დროს წარმოიქმნება პატარა ნაკადულები. უფსკრულში ჩასაღწევად საჭიროა სპეც. აღჭურვილობა.
ზ. ტატაშიძე