მარტვილის ოთხთავი, XI ს. ხელნაწერი სახარება. გადაწერილია მარტვილის მონასტერში 1050 იოანე მესვეტისა და არსენ მწერლის მიერ. დამკვეთია იოანე ფარჯანიანი. ტექსტი შესრულებულია ყავისფერი მელნით, სათაურები და მნიშვნელოვანი ადგილები კი სინგურითაა გამოყოფილი. ხელნაწერი გაფორმებულია ორნამენტული საზედაო ასოებით, აგრეთვე – წმ. მათესა და წმ. მარკოზ მახარებლის მინიატიურებით. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შედგება 186 ფურცლისგან, რ-ის ზომაა 23×19 სმ. ხელნაწერი დაცულია საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში (ფონდი: S–391).