მარტვირი საბაწმიდელი

მარტვირი საბაწმიდელი, ქართველი (VI ს. II ნახ. – VII ს. I ნახ.), მწერალი, საეკლესიო მოღვაწე, პალესტინის საბას ლავრის მამასახლისი. მისი სახელით ცნობილია მისტ.-ასკეტ. თხზულება „სინანულისათვის და სიმდაბლისა“. კ. კეკელიძე ნაშრომს ორიგინალურ თხზულებად მიიჩნევს, ჟ. გარიტისა და ა. ჰალექსის აზრით კი იგი VII ს. I ნახ-ის სირიელი მწერლის, მარტვირი საჰდონას „სრულქმნილების“ მე-2 ნაწილის VII–XII თავების ექსცერპტია. მ. ს. ასკეტიზმის იმ მიმართულების მიმდევარია, რ-საც პრაქტ.-რეალური შეიძლება ეწოდოს. მისი მოღვაწეობა დადასტურებაა სირიულ-ქართ. ლიტ. ურთიერთობებისა VII ს-ში.

ლიტ.: კეკელიძე კ., მარტვირი ქართველი, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 12, თბ., 1973; ჩაჩიბაია მ., სირიული ლიტერატურული ტრადიცია, თბ., 2017.