მარტიროლოგი

მარტიროლოგი, კრებულები, რომლებშიც თავმოყრილია მოწამეთა ღვაწლის აღმწერი თხზულებანი. ასეთ კრებულთაგან ბიზანტ. ლიტ-რაში ერთ-ერთი უძველესია ევსები კესარიელის წიგნი პალესტინელ მოწამეთა შესახებ, აგრეთვე ბასილი მაკედონელის სრული „მენოლოგია“. დასავლეთში ცნობილია ნეტარი იერონიმეს (ფლორის ლიონელი დიაკვანი) მ.; უფრო გვიან კი რომის პაპის, გრიგოლ XIII-ის დავალებით ბარონიემ შეადგინა გაცილებით სრული მ., რ-იც მოიცავდა ცნობებს ყველა ქვეყნის წამებულთა შესახებ. „მოწამეთა წიგნს“ მოიხსენიებს ქართ. ჰაგიოგრაფიის უძველესი ძეგლი „წმიდა შუშანიკის წამება“ (V ს.). საფიქრებელია, რომ „მოწამეთა წიგნი“ იმთავითვე იყო ნათარგმნი ქართ. ენაზე.