ახალუბანი

ახალუბანი, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში მისაქციელის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მუხრანის ვაკის ჩრდ. კიდეზე. ზ. დ. 560 მ, მცხეთიდან 11 კმ. 435 მცხ. (2014). შემორჩენილია რიყის ქვითა და აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია (1692). სამხრ. კედელში გაჭრილია 2 კარი, ერთზე ცილინდრული კამარით გადახურული კარიბჭეა მიშენებული, მეორე კარი გვიანაა გაჭრილი.