აბანო, მდინარე აღმ. საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. სტორის (ალაზნის აუზი) მარცხ. შენაკადი. სიგრძე 6 კმ, აუზის ფართ. 25 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის მცირე წყალდიდობა, ზაფხულსა და შემოდგომაზე – წყალმოვარდნები.