კვეზერელი-კოპაძე ნიკოლოზ ივანეს ძე [7(19). XI. 1888, თბილისი, – 14. VI. 1984, იქვე], ინჟინერ-ხიდმშენებელი. საქართვ. გეოგრაფიული საზ-ბის წევრი (1944). დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექ. ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი (1915). I მსოფლიო ომის (1914– 18) მონაწილე. მუშაობდა რკინიგზის ხაზების მშენებლობაზე (1915–18) კავკასიის ფრონტზე, საქართვ. გზათა სამინისტროში (1918–20), საქართვ. გზატკეცილების სამმართველოში, საქართვ. სამხ. გზის საწარმოო და საექსპლუატაციო ნაწილის გამგედ (1933–37). 1937–39 იმყოფებოდა გადასახლებაში და მუშაობდა ბელომორსკ-ბალტიის არხთან მიმდებარე გზების მშენებლობაზე. კ.- კ. თავად იყო დამპროექტებელიც და მშენებელიც. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში (1941–56).
კ.-კ. იკვლევდა საქართველოს ძვ. ხიდებსა და გზების მშენებლობას („ძველი გზა დარიალის ხეობაში და საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობა", „ტრანსპორტის შეუწყვეტელი მოძრაობა ჯვრის უღელტეხილზე"). გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მ. შ. 10 მონოგრაფია.
თხზ.: საქართველოს ძველი ხიდები, თბ., 1972; გზათა მშენებლობა საქართველოში, თბ., 1974; საქართველოს საგზაო მშენებლობა, თბ., 1978.