მარტყოფიჰესი

მარტყოფიჰესი, მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. ექსპლუატაციაში შევიდა 1952. მდებარეობს გარდაბნის მუნიციპ-ში. აგებულია მდ. ივრის საირიგაციო არხზე, სიმძლავრე 3,86 მგვტ. მისი მფლობელია სააქციო საზ-ბა „ენერგო-პრო ჯორჯია“. მ-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენს (მლნ. კვტ.სთ): 2012 წ. – 6,4; 2015 წ. – 2,5; 2017 წ. – 3,7; 2018 წ. – 0,7; 2019 წ. – 0,6; 2020 წ. – 0,7; 2021 წ. – 1,2; 2022 წ. – 1,6.