მარუაშვილი იოსებ მალაქიას ძე (1877, სოფ. თავასა, ახლანდ თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 1931, თბილისი), ტოპოგრაფი, გეოდეზისტი. 1894 დაამთავრა ქუთაისის სამიწათმზომლო სასწავლებელი. აწარმოებდა ტრიანგულაციას კავკასიის მხარის სხვადასხვა რეგიონში, ჩრდ. კავკასიაში (რუსეთი), აფხაზეთსა და ბორჯომის მხარეში, არაგაწის მასივზე (სომხეთი) და სხვ.
მ. 1904–05 რევ. მოძრაობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს (იხ. სტ. „გაგრის საქმე“, 1933). მუშაობდა საქართვ. მიწათმოქმედების სახ. კომისარიატში გადასახლებათა განყ-ბის გამგედ.
1904 მ. კურორტ გაგრის მფლობელის, ოლდენბურგის პრინცის დავალებით ხელმძღვანელობდა ე. წ. „ალპური გზის“ (სიგრძე 37,9 კმ) მშენებლობას, რ-იც გაგრიდან მთა მამძიშხაზე (ზ.დ. 1869 მ) ადის. გზის მე-16 კმ-ზე დგას მ-ის მემორიალი ქვაში ამოკვეთილი წარწერით.