მარულა

მარულა

მარულა, საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობა – დოღი გრძელ მანძილზე საამისოდ საგანგებოდ ნავარჯიშები ცხენებით. იმართებოდა 20–25 კმ დისტანციებზეც. მ-ში მოზრდილებთან ერთად მონაწილეობდნენ ბავშვებიც. ახლა მ. იმართება შეჯიბრების ზუსტი წესების დაცვით. დისტანცია – 8–10 კმ. მ. შედის ცხენოსნობის ეროვნ. სახეობათა საქართვ. ჩემპიონატების პროგრამაში. განსაკუთრებით გავრცელებული იყო ჩოხატაურის, სამტრედიის, გალის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, გუდაუთის, გურჯაანის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს მუნიციპ-ებში, ქუთაისში. ქართულ ხალხურ ცხენოსნურ თამაშებს (ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მ.) საქართვ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნ. სააგენტოს მიერ არამატერ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2018).

რ. ქორქია