მარუშიანი ზვიად, დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, აფხაზთა მეფე ლეონ III-ის (957–967) მოხელე, ჯავახეთის ერისთავი X ს. 60-იან წლებში. მ-ის ერისთავობის დროს აიგო კუმურდოს ტაძარი (მ. იხსენიება ტაძრის სამშენებლო წარწერაში, 964).
წყარო: ბაქრაძე ა., თრიალეთისა და ატენის ეპიგრაფიკული ძეგლები როგორც ისტორიული წყარო, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1959, ტ. 20B; ბერძენიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები (თორი, ჯავახეთი), თბ., 1985; კუმურდოს წარწერა, წგ.: ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959.