მარუხი

მარუხი, მთა აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ზ. დ. 3806 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. მ-ის აღმ-ით აღმართულია მწვ. მცირე მარუხი (3550 მ). გზა იწყება მდ. ჩხალთის ხეობიდან (სამხრ. მხარე) და მდ. მარუხის ხეობიდან ჩრდ-ით მიემართება.