მარუხის უღელტეხილი

მარუხის უღელტეხილი, უღელტეხილი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვ. მარუხის დას-ით. სიმაღლე ზ. დ. 2746 მ. მიდამოები აგებულია გრანიტოიდებით. დამახასიათებელია გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო გზა აკავშირებს მდ-ების – ჩხალთისა (გულრიფშის მუნიციპ.) და მარუხის (ყარაჩაი-ჩერქეზეთის არ, რფ.) ხეობებს.