მარშავა ქეთევან მამიას ასული (დ. 18. VIII. 1952, გალი, აფხაზეთის არ), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1996). დაამთავრა მოსკ. კვების მრეწვ. საკავშ. დაუსწრებელი ინ-ტი (1973), ყუბანის სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1982). იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის სტატისტიკის კათედრის პროფესორი (1994–2006), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სტატისტიკის კათედრის პროფესორი (2006–17), 2017-იდან თსუ-ის პროფესორ-ემერიტუსია. არის სარედაქციო კოლეგიების წევრი ჟურნალებისა – „ეკონომიკა“, „საქართველოს ეკონომიკა“, „ბიზნესი და მენეჯმენტი“, „ეკონომიკა და ბიზნესი“.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეხება საბაზრო ეკონომიკისა და ეკონომიკურ-სტატისტ. საკითხების კვლევას. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2012), ღირსების ორდენი (2013).
თხზ.: მარკეტინგის საფუძვლები, თბ., 1990; სტატისტიკის თანამედროვე პრობლემები, თბ., 2012 (თანაავტ. მ. მინდორაშვილი); Работа предприятии в новых условиях хозяйствования, М., 1990; Методы экономико-статистического моделирования, ч. 1–2, М., 1990–91 (თანავტ.: В. М. Симчера, А. С. Аброскин).