მარშანცია (Marchantia)

მარშანცია
Marchantia polymorpha

მარშანცია (Marchantia), მცენარეთა გვარი ღვიძლის ხავსების კლასიდან. აქვს მიწაზე გართხმული მწვანე სხეული (თალუსი), რ-ის სიგრძე 10 სმ, სიგანე – 1–2 სმ აღწევს. ნიადაგს რიზოიდებით ემაგრება. ანთერიდიუმი და არქეგონიუმი სხვადასხვა მცენარეზე ვითარდება. მრავლდება სპორებით. ახასიათებს თაობათა მორიგეობა. ვეგეტატიურად მრავლდება ჩეკია კვირტებით.

საქართველოში მ-ს ორი სახეობა გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული M. polymorpha. მეორე სახეობა – M. paleacea – მხოლოდ დას. საქართველოში გვხვდება.

ნ. ჩიქოვანი