მარჩბივი (ლათ. Gemini)

მარჩბივი (ლათ. Gemini), ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი. მასში ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავებია პოლუქსი (b) და კასტორი (a). პირველის ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეა 1,2, მეორისა კი – 1,6. ხილვადობის საუკეთესო პირობებია დეკემბერ-იანვარში. ჩანს საქართვ. მთელი ტერიტორიიდან.