მარჩიანო (მარჩანო) ჯანლუკა (Marciano Gianluca) (დ. 4. XI. 1976, ლა სპეცია, იტალია), თბილისში მოღვაწე იტალიელი დირიჟორი, პიანისტი. დაამთავრა ფლორენციის მუს. აკადემია (ფორტეპიანოს კლასი), შემდგომ სწავლა განაგრძო პედაგოგებთან: ჯ. აჩუკარო, პ. რესტანი (ფორტეპიანო), მ. დამერინი (თანამედროვე მუსიკა). როგორც პიანისტი, კონცერტებს მართავდა იტალიისა და ევროპის ქალაქებში. 2011–14 მ. იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის აკად. თეატრის მთ. დირიჟორი და მუს. ხელმძღვანელი. 2014-იდან სადირიჟორო მოღვაწეობას აგრძელებს მსოფლიოს საოპერო თეატრებში და ფესტივალებზე, იყო „ალ ბუსტანის“ (ლიბანი) მუსიკისა და ხელოვნების საერთაშ. ფესტივალის მუს. ხელმძღვანელი. მ-ს რეპერტუარიდან აღსანიშნავია: გ. ჩლაიძის „დარისპანის გასაჭირი“, ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „აიდა“, „ნაბუქო“, „ატილა“, „რიგოლეტო“, ვ. ა. მოცარტის „მითრიდატე, პონტოს მეფე“, ჯ. როსინის „Stabat Mater“, ვ. მოცარტის „დონ ჟუანი“, „ჯადოსნური ფლეიტა“, ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“, ჯ. პუჩინის „ტოსკა“, პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და სხვ. მ., როგორც პიანისტი, არის იტალიის ეროვნ. და საერთაშ. კონკურსების ლაურეატი.