მარწყვიო (Amanita rubescens)

მარწყვიო

მარწყვიო (Amanita rubescens), ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 3–15 სმ აღწევს, მოწითალო ზედაპირზე მოთეთრო მეჭეჭები აქვს, ფირფიტები თეთრია. წვრილქერცლოვან ძირში გამსხვილებულ ფეხს მოთეთრო აპკისებრი საყელო აქვს. ფირფიტები, ფეხი და საყელო შემდეგ წითლდება. რბილობი თეთრია, გადატეხის შემდეგ წითლდება. საჭმელად ვარგისია ნედლი (შესაძლებელია მისი არევა მსგავს შხამიან სოკოებში). იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულში და შემოდგომით.

ი. ნახუცრიშვილი