მარჯანი (Falco subbuteo)

მარჯანი

მარჯანი (Falco subbuteo), მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 28–26 სმ, ფრთების შლილი – 69–84 სმ, მასა – 130–340 გ. ზევიდან ნაცრისფერია, ქვევიდან, ძირითადად, – მოყვითალო-თეთრი ყავისფერი გრძივი ზოლებით. მდედრს მოყავისფრო ფერი დაჰკრავს. აქვს თეთრი კისერი, ნისკარტისა და თვალების ქვეშ ბუმბული შავია. ბინადრობს ევროპაში, აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. ძირითადად ბინადრობს ფართოფოთლოვან ტყეებში, იშვიათად – შერეულში, კიდევ უფრო იშვიათად – წიწვოვანში, დაბლობში – ძირითადად ჭალის ტყეებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, მთაში ხშირად კლდეზეც ბუდობს. სავარაუდოდ, საქართველოში 230–250 წყვილი ბუდობს. დებს 2–5 (ჩვეულებრივ 3–4) კვერცხს. კრუხობა 28 დღე გრძელდება. საქართველოში მ. აპრილში მოფრინავს, ხოლო სექტემბერსა და ოქტომბერში მიფრინავს. გადაფრენისას დიდი რაოდენობით გვხვდება. იშვიათად ზამთრობს შავი ზღვის სანაპიროზე, ივრის, ალაზნისა და მტკვრის ჭალებში. იკვებება წვრილი ფრინველებითა და მსხვილი მწერებით. ქართულ პოპულაციას საფრთხე არ ემუქრება. ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორი ბრაკონიერობაა.

ა. ბუხნიკაშვილი