მარჯანიშვილის მწვერვალი, მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ.ზესხოს (ცხენისწყლის შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 3500 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით, ქვიშაქვებით, კვარციტებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
მწვერვალზე 1938 მოეწყო საქართვ. ალპ. კლუბის პირველი ექსპედიცია (ხელმძღვ. ა. ჯაფარიძე).
სახელი ეწოდა კ. ა. მარჯანიშვილის პატივისაცემად.