მასარა

მასარა, მთა აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ქართლისა და კახეთის ქედების შესაყართან, მდ. ივრის სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 3279 მ. აგებულია ასპიდური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კვარციტებით. დას. და სამხრ.-დას. კალთები ციცაბოა, კლდოვანი, დანარჩენი – დამრეცი. დამახასიათებელია სუბალპ. და ალპ. ლანდშაფტი.

დ. უკლება