მასკარონი

მასკარონი. საცხოვრებელი
სახლის
ფასადი, გ. ტაბიძის
24/21. 1896. თბილისი

მასკარონი (ფრანგ. mascaron< ital. mascherone, დიდი ნიღაბი), ნიღაბი, დეკორატიული მოტივი ადამიანის პირისახის ან ცხოველის თავის სკულპტურული (ბარელიეფი ან ჰორელიეფი) გამოსახულებით. გვხვდება არქიტექტურასა (თაღის, სარკმლისა და კარის ღიობების საჭექებზე) და გამოყენებით ხელოვნებაში (ავეჯი, ჭურჭელი).