მატაბელი გივი (გული) ვასილის ძე

მატაბელი გივი (გული) ვასილის ძე (12. VII. 1924, სოფ. ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 12. X. 1993, თბილისი), ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. 1948 დაამთავრა თსსი და მუშაობა დაიწყო სიღნაღის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის უფროსად. 1949–83 იყო ს. ვირსალაძის სახ. სამედ. პარაზიტოლოგიისა და ტროპ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, განყ-ბის ხელმძღვანელი; 1983-იდან – თსსი-ის ეპიდემიოლოგიის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე. 1961 ვიეტნამის დემოკრ. რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა მალარიასთან ბრძოლის ღონისძიებებს, 1977–80 მუშაობდა ალჟირის სახ. რესპ-ში.

მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, სადაც განხილულია პარაზიტული და ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის აქტუალური საკითხები.