„მატერიალი დლია გეოლოგიი კავკაზა“ (Материалы для геологии Кавказа, მასალები კავკასიის გეოლოგიისათვის), ფუნდამენტური სერია, რ-შიც ქვეყნდებოდა კავკასიის, მ. შ. საქართვ. გეოგრაფიის, გეოლოგიის, პალეონტოლოგიისა და სამთო- მომპოვებელი წარმოების მონოგრაფიული კვლევის შედეგები. გამოდიოდა რუს. (1888–1917), ხოლო შემდგომ საბჭ. კავშირის (1917–30) მთავარი სახელმწ. დაწესებულების – გეოლ. კომიტეტის (გეოლკომის) ან კავკასიის სამთო სამმართველოს ეგიდით.
ე. გამყრელიძე