ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ეუთო, სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რ-იც ევროპის, აზიისა და ამერიკის 56 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს. ეუთოს, რ-საც თავდაპირველად „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი" ეწოდა, საფუძველი ჩაეყარა 1975 წ. 1 აგვისტოს ჰელსინკის კონფერენციაზე. იგი ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი. 1994 ბუდაპეშტის სამიტზე მონაწილე სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილებით თანამშრომლობის ფორმატი შეიცვალა და მას ეწოდა „ეუთო" ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფო სარგებლობს თანაბარი უფლებებით. გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. 1999 სტამბულის უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიიღეს ეუთოს უსაფრთხოების ქარტია. ეუთოს საქმიანობა ხორციელდება სამი განზომილების ფარგლებში: 1. სამხედრო- პოლიტიკური, 2. ეკონომიკური და გარემოსდაცვითი, 3. ადამიანური განზომილებები. ეუთოს ინ-ტების საქმიანობის კოორდინატორია მ ო ქ მ ე დ ი  თ ა ვ მ ჯ დ ო მ ა რ ე, რ-საც ირჩევენ ყოველწლიურად წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიდან. მას დახმარებას უწევს ეუთოს გენ. მდივანი – სამდივნოს ხელმძღვანელი. ეუთოს მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია: 1. ს ა პ ა რ ლ ა მ ე ნ ტ ო  ა ს ა მ ბ ლ ე ა – შედგება ეუთოს ყველა წევრი სახელმწ. პარლამენტარებისაგან, იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ეუთოს საქმიანობის შესაბამისად. მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ადგილსამყოფელია კოპენჰაგენი (დანია); 2. დ ე მ ო კ რ ა ტ ი უ ლ ი  ი ნ ს ტ ი ტ უ ტ ე ბ ი ს ა  დ ა  ა დ ა მ ი ა ნ ი ს  უ ფ ლ ე ბ ა თ ა  ო ფ ი ს ი – მის საქმიანობას წარმოადგენს ეუთოს სივრცეში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობის განმტკიცება, არჩევნების მონიტორინგი. შტაბბინა განთავსებულია ვარშავაში (პოლონეთი); 3. ე რ ო ვ ნ უ ლ  უ მ ც ი რ ე ს ო ბ ა თ ა  უ მ ა ღ ლ ე ს ი  კ ო მ ი ს რ ი ს  ო ფ ი ს ი, რ-ის მიზანია მშვიდობისათვის საშიშროების შემქმნელი ეთნ. დაძაბულობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მისი მოგვარების ძიება. მდებარეობს ჰააგაში (ნიდერლანდი); 4. ე უ თ ო ს  წ ა რ მ ო მ ა დ გ ე ნ ე ლ ი  მ ე დ ი ი ს  თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს  ს ა კ ი თ ხ შ ი ახორციელებს მონიტორინგს მედიის თავისუფალ განვითარებაზე წევრ ქვეყნებში; 5. ს ა მ დ ი ვ ნ ო, რ-იც უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამუშაო პროცესს გენ. მდივნის ხელმძღვანელობით. ოფისი განთავსებულია ვენაში (ავსტრია). ეუთოს წევრი ქვეყნების შეხვედრები ხორციელდება გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში შემდეგი ფორმატით: 1. ს ა მ ი ტ ი – სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურთა პერიოდული შეხვედრა, რ-იც სახავს პრიორიტეტებს უმაღლეს პოლიტ. დონეზე; 2. მ ი ნ ი ს ტ ე რ ი ა ლ ი – საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმ წლებში, როცა სამიტები არ ტარდება; 3. მ უ დ მ ი ვ ი  ს ა ბ ჭ ო – შედგება მონაწილე ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლებისგან. მუშაობს ვენაში (ავსტრია); 4. უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს  ს ა კ ი თ ხ ე ბ ზ ე  თ ა ნ ა მ შ რ ო მ ლ ო ბ ი ს  ფ ო რ უ მ ი – განსაზღვრავს ეუთოს უსაფრთხოების სამხედრო ასპექტებს; 5. ე კ ო ნ ო მ ი კ ი ს ა  დ ა  გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ი ს  ფ ო რ უ მ ი – ეუთოს წევრი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები იკრიბებიან წელიწადში ერთხელ პრაღაში (ჩეხეთი) ეკონ. და გარემოს საკითხების განსახილველად. ეუთოს აქვს აგრეთვე შერიგებისა და არბიტრაჟის სასამართლო ჟენევაში (შვეიცარია). ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ეუთოს წევრი ქვეყანა გახდა 1992 წ. 24 მარტს. იმავე წლის დეკემბერში საქართველოში გაიხსნა ეუთოს წარმომადგენლობა, რ-იც აქტიურ დახმარებას უწევდა საქართველოს კონფლიქტების მოგვარების, ქვეყნის დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში. საქართველომ ეუთოს მისიის მანდატი მიიღო 1992 წ. 13 დეკ. მისიის ძირითადი ღონისძიებები ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში ხორციელდებოდა. ეუთოს მისია აქტიურად იყო ჩართული საქართვ. ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და მხარს უჭერდა მოლაპარაკებებს მხარეებს შორის (ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში – 1992-იდან და გაეროს მიერ წარმართულ სამშვიდობო პროცესს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში – 1993-იდან). 2008 რუს. მიერ საქართველოზე განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ეუთომ აქტიურად იმუშავა იმისათვის, რომ შეემცირებინა მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა და შეექმნა პირობები შემდგომი პოლიტ. დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისათვის; როგორც თანათავმჯდომარე მხარე, აქტიურად ჩაერთო ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში (დაიწყო 2008 ოქტ.). ეუთოს მისიამ საქართველოში დონორი სახელმწიფოების მეშვეობით დააფინანსა პროგრამა შეიარაღების ვადაგასული მასალების განადგურებისათვის, ასევე საშიში ქიმიური ნივთიერებების განეიტრალებისათვის, რ-ებიც საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზებმა დატოვეს. მისიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. ეუთოს მისია საქართველოში აქტიურად მუშაობდა ს ა ზ ღ ვ რ ი ს  დ ა ც ვ ი ს საკითხებზე. მხარს უჭერდა უწყებათა შორის კოორდინაციას და ამ სფეროში საერთაშ. თანამშრომლობას. მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდულად ტარდებოდა სემინარები. 1999-იდან 2005-მდე ეუთოს მისია მონიტორინგს უწევდა საქართვ.- რუს. სახელმწ. საზღვრის ჩაჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთს. საზღვრის მონიტორინგის ოპერაცია 2004 წ. 31 დეკ. რუს. მხარის მოთხოვნით შეწყდა. ეკონ. და გარემოსდაცვითი ღონისძიებების თვალსაზრისით ეუთოს მისია საქართველოში რეგულარულად ახორციელებდა მონიტორინგს ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვით სექტორებში. მისიის დახმარებით საქართველოში განხორციელდა მრავალი ეკონომიკური პროექტი და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. კერძოდ, აღადგინეს კონფლიქტის რეგიონში არსებული რამდენიმე სკოლა, მოაწყვეს ახ. წყალგაყვანილობის სისტემა. ეუთოს მისია დახმარებას უწევდა საქართველოს მთავრობას ა დ ა მ ი ა ნ ი ს  უ ფ ლ ე ბ ე ბ ი ს  დ ა ც ვ ა ს ა  დ ა დ ე მ ო კ რ ა ზონაში – 1992-იდან და გაეროს მიერ წარმართულ სამშვიდობო პროცესს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში – 1993-იდან). 2008 რუს. მიერ საქართველოზე განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ეუთომ აქტიურად იმუშავა იმისათვის, რომ შეემცირებინა მხარეებს შორის არსებული დაძაბულობა და შეექმნა პირობები შემდგომი პოლიტ. დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისათვის; როგორც თანათავმჯდომარე მხარე, აქტიურად ჩაერთო ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში (დაიწყო 2008 ოქტ.). ეუთოს მისიამ საქართველოში დონორი სახელმწიფოების მეშვეობით დააფინანსა პროგრამა შეიარაღების ვადაგასული მასალების განადგურებისათვის, ასევე საშიში ქიმიური ნივთიერებების განეიტრალებისათვის, რ-ებიც საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზებმა დატოვეს. მისიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. ეუთოს მისია საქართველოში აქტიურად მუშაობდა ს ა ზ ღ ვ რ ი ს  დ ა ც ვ ი ს საკითხებზე. მხარს უჭერდა უწყებათა შორის კოორდინაციას და ამ სფეროში საერთაშ. თანამშრომლობას. მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდულად ტარდებოდა სემინარები. 1999-იდან 2005-მდე ეუთოს მისია მონიტორინგს უწევდა საქართვ.- რუს. სახელმწ. საზღვრის ჩაჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთს. საზღვრის მონიტორინგის ოპერაცია 2004 წ. 31 დეკ. რუს. მხარის მოთხოვნით შეწყდა. ეკონ. და გარემოსდაცვითი ღონისძიებების თვალსაზრისით ეუთოს მისია საქართველოში რეგულარულად ახორციელებდა მონიტორინგს ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვით სექტორებში. მისიის დახმარებით საქართველოში განხორციელდა მრავალი ეკონომიკური პროექტი და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. კერძოდ, აღადგინეს კონფლიქტის რეგიონში არსებული რამდენიმე სკოლა, მოაწყვეს ახ. წყალგაყვანილობის სისტემა. ეუთოს მისია დახმარებას უწევდა საქართველოს მთავრობას ა დ ა მ ი ა ნ ი ს  უ ფ ლ ე ბ ე ბ ი ს  დ ა ც ვ ა ს ა  დ ა  დ ე მ ო კ რ ა ტ ი ი ს  გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა შ ი. დემოკრატიული ინ-ტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში (ეუთოს მისიის ფარგლებში) 2006-იდან ეწეოდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს, მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართვ. ცენტრ. საარჩევნო კომისიასთან; ეუთოს დემოკრ. ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ეროვნ. უმცირესობათა უმაღლეს კომისართან ერთად 2008 აგვისტოში განხორციელებული რუს. აგრესიის საფუძველზე იმავე წლის 27 ნოემბ. გამოაქვეყნა ანგარიში, რ-იც ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას რუს.- საქართვ. ომის შემდეგ. ანგარიშში შემუშავებულია არსებული ვითარების დასარეგულირებელი გარკვეული რეკომენდაციები, რ-ებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჯერ კიდევ შეუსრულებელი რჩება. საქართველოში ეუთოს მისიის მანდატი დასრულდა 2008 წ. 31 დეკ., როდესაც ეუთოს მუდმივმა საბჭომ ვერ მიაღწია კონსენსუსს მანდატის გაგრძელების თაობაზე. 2009 იანვრიდან ეუთოს ძალისხმევით კვლავ მიმდინარეობდა პროექტების აქტ. განხილვა და ტარდებოდა მრავალმხრივი კონსულტაციები აღნიშნული მისიის მანდატის გასაგრძელებლად. თუმცა 2009 წლის 13 მაისს რუსეთმა ეუთოს მიერ შემოთავაზებული პროექტი დაბლოკა და იმავე წლის ივნისიდან ეუთოს მისიამ საქართველოში შეწყვიტა მოქმედება 2008 ბოლოს საკუთარი მანდატის ამოწურვასთან დაკავშირებით.