მატერიკი (<ლათ. მატერ – დედა), ჰაგიოგრაფიული მწერლობის ჟანრი, დედათა ცხოვრების წიგნი. ძვ. ჰაგიოგრაფიულ კრებულებში შეჰქონდათ ორივე სქესის წმინდანთა ცხოვრებისა და წამების ამსახველი ნაწარმოებები. ზოგჯერ დედათა ცხოვრების წიგნებს ცალკე ადგენდნენ, მამათა ცხოვრებისას კი – ცალკე (იხ. პატერიკი). პარხლის მრავალთავისა (XI ს.) და ოქსფორდის უნ-ტის ბოდლის წიგნსაცავის XI ს. ქართ. მრავალთავის II ნაწილი არის მ. (მამათა ცხოვრებანი გაერთიანებულია I ნაწილში).
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; Peeters P., De Codice hiberico beliothecae Bodleiane, „Analecta Bollandiana“, 1912, ტ. 31.
უ. ცინდელიანი