მატნისხევი, მდინარე კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს წოვის (პანკისის) ქედის სამხრ-ით, ზ. დ. 1185 მ, ალაზანს ერთვის სოფ. ხორბალოსთან. მ-ის სიგრძეა 11,8 კმ, აუზის ფართ. 28,1 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში. მ-ის შუა და ქვემო დინებას იყენებენ სარწყავად.
ი. აფხაზავა