„მაუდი“

„მაუდი“ (შპს), მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი მსხვილი საწარმო. მშენებლობა დაიწყო 1926, მწყობრში ჩადგა 1929 და ეწოდა „საბჭოთა საქართველო“, 1964-იდან კი – თბილ. მაუდ-კამვოლის კომბინატი „საბჭოთა საქართველო“. კომბინატი მუშაობდა მთლიანი ტექნოლოგიური ციკლით. საწარმოში არაერთხელ ჩატარდა რეკონსტრუქცია. 1930–77 პროდუქციის გამოშვება 250 ათ. გრძივი მ-იდან 4 მლნ. გრძივ მ-მდე გაიზარდა. საწარმო უშვებდა შალის ქსოვილებს, პლედებს და საქსოვ ძაფებს. 1998 ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა „მ.“, 2019-იდან გადაკეთდა შპს-ად. 2009-იდან საწარმო აღარ ფუნქციონირებს და გაცემულია იჯარით.