მაქაონი (Papilio machaon), დღის პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მ-ის ფრთების შლილი 9 სმ აღწევს. აქვს ყვითელი სხეული და წამახვილებული წინა ფრთები. უკანა ფრთები ბოლოვდება კუდებით. ყვითელლაქებიან მწვანე მატლს შავი გასწვრივი ზოლები დასდევს. იკვებება როგორც ველური, ისე კულტ. ჯვაროსნების ფოთლებით. დაფრინავს მაის-ივნისში და აგვისტო-სექტემბერში (მეორე თაობა). გავრცელებულია ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდ. აფრიკაში. საქართველოში გვხვდება როგორც ბარში, ისე მთაში. მაღალმთიანეთში ბინადრობს მ. „რუსთაველი'' (P. M. Rusthaveli). საქართველოში მ-ს „მერცხალკუდას'' უწოდებენ.
ე. დიდმანიძე