მაქარაშვილი ილია საყვარელას ძე (1. XII. 1854, ქუთაისი, – 17. VII. 1912, სოფ. არბო, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1908). დაამთავრა კიევის სამხ. გიმნაზია (1872), პავლოვსკის სამხ. სასწავლებელი (1874) და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–78), მეთაურობდა გრენადერთა 1-ელი საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას (1895–97), კავკ. გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას (1897–98), კავკ. I სარეზერვო საარტილერიო ბრიგადის დივიზიონს (1898–1902), მორტირთა მე-7 საარტილერიო პოლკს (1902–04), 67-ე საარტილერიო (1904), თურქესტანის მე-2, 52-ე საარტილერიო ბრიგადებს (1904 ივლ. – 1910). გენერალ-მაიორი 1904-იდან. გადადგა 1910.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: სოსიაშვილი გ., გენერალი ილია მაქარაშვილი და მისი შთამომავლობა პერუსა და საფრანგეთში, „მაცნე'', ისტ., არქეოლ., ეთნოლ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 2021, №1.
მ. გოგიტიძე