მაქსოევი მიხეილ შავარშის ძე (31.V. 1930, თბილისი, – 9. IV. 2002, იქვე), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1995). დაამთავრა სპი (1961). მუშაობდა პარტ.-სამეურნეო თანამდებობებზე (1966–79), იყო საქ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტის ვაჭრობის განყ-ბის უფრ. (1979–92), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის პროფესორი (1992–2002).
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი. იკვლევდა საქართვ. დარგობრივი განვითარებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).
თხზ.: მეწარმეობისა და ბიზნესის საფუძვლები საქართველოში, თბ., 1997; კავკასია. კომპლექსური ანალიზი, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის გზები, გეოპოლიტიკის საკითხები, თბ., 1998.
ლ. აბრამიშვილი