მაღალაშვილი გიორგი ანდრიას ძე (დ. 22. II. 1931, თბილისი), გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (2002), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის აკადემიკოსი (1998), საქართვ. დამს. გეოლოგი (1979). 1954 დაამთავრა ჩრდ. კავკასიის სამთო-მეტალ. ინ-ტი სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია, ძებნა-ძიების სპეციალობით. 1967-მდე მუშაობდა ფერადი ლითონების გეოლოგიურ-საძიებო ჩრდ. კავკასიის ტრესტში, „საქნახშირმადნეულში“; საქართვ. გეოლოგიურ სამმართველოში იყო გეოლოგიური პარტიების გეოლოგი, უფრ. გეოლოგი; კავკასიის მინერ. ნედლეულის ინ-ტში – არამადნეული წიაღისეულის განყ-ბის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1967–72), ხოლო 1972-იდან – მყარი წიაღისეულის გეოლოგიის განყ-ბის გამგე.
მ. იყო რუს.-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი, მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ცეოლითების ასოციაციის თავ-რის მოადგილე და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მთ. მეცნიერი თანამშრომელი.
მ. არის სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიების, გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს კ. გაბუნიას სახ. პრემია (1994) და ღირსების ორდენი (2002).
თხზ.: არალითონური სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა სამრეწველო ტიპები, თბ., 2000; Геология и промышленная оценка цементного сырья Кавказа, Тб., 1975; Месторождения цветного мрамора Грузинской ССР, Тб., 1975; Местные агрономические руды Грузии., Тб., 1981; Продуктивные формации неметалических полезных ископаемых Грузии, Тб., 1992; Фарфоровые камни СССР, М.,1995.