მაღალებისმაღალი

მაღალებისმაღალი, მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშ-ხევსურეთის კავკასიონის ხევსურეთის ქედის ჩრდ. დაბოლოებაზე, მდ. მეშიხის (არღუნის მარცხ. შენაკადი) სათავესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და ჩეჩნეთის (რფ) საზღვარზე. ზ. დ. 4007 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. აქვს მცირე მყინვარი. დამახასიათებელია სუბალპ., ალპ. და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.