მაღარო

მაღარო, სოფელი კახეთის რეგიონის სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის ჩრდ.-აღმ. კალთაზე. ზ. დ. 660–940 მ. სათავო სოფელი. სიღნაღიდან 11 კმ. 1747 მცხ. (2014). სოფელზე გადის ბოდბე–სიღნაღის საავტომობილო გზა.