მაღლაკელიძე ლავრენტი სოფრომის ძე

მაღლაკელიძე ლავრენტი სოფრომის ძე [3 (16). VIII. 1909, სოფ. ზედა საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 15. II. 1965, ზესტაფონი), მეტალურგი. დაამთავრა ს. კიროვის სახ. ამიერკავკ. ინდუსტრიული ინ-ტის მეტალ. ფაკ-ტი (1930). მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1934–46), 1946–57 იყო კომერციული დირექტორის მოადგილე, 1957–58 – დირექტორი. მანგანუმის შენადნობების ახალი ტექნოლოგიის დამუშავების, გამოდნობისა და დანერგვისთვის მიენიჭა სტალინური პრემია (1951). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.