მაღლაკი

მაღლაკი, სოფელი იმერეთის რეგიონის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. გუბისწყლის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს, ქუთაისი – ხონის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: მ., მიწაწითელი). ზ. დ. 90 მ. წყალტუბოდან 7 კმ. 4126 მცხ. (2014).

მ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII ს-ში. ფეოდალურ ხანაში სოფელში რამდენიმე ეკლესია იყო, ერთ-ერთში ესვენა გელათის საეპისკოპოსოს მთავარი ხატი. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია XIX ს. ქვის ეკლესია და ხელოვნური სამოსახლო ბორცვი, ე. წ. გორიკა. მიკვლეულია ქვევრსამარხი.