„მაღლა მთას მოდგა“, რაჭული სალაშქრო-საფერხულო სიმღერა. მუს. ზომა 3\4. სრულდებოდა თითქმის ყველა სახ.-რელიგ. დღესასწაულზე (პეტრე-პავლობა, სხიერობა, აღდგომა და სხვ.). ერთი გვარის წევრები (ბაბუიშვილები) ეკლესიას შემოუვლიდნენ და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სუფრას მიუსხდებოდნენ, შემდეგ კი სიმღერით ჩააბამდნენ ფერხულს, რ-იც წრიული ფორმისაა და მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ. გადმოცემით, ძველად ფერხული „მ. მ. მ.“ ორსართულიანი ყოფილა და თავისი არსით უძველეს კოსმოგონიურ მსოფლმხედველობას უკავშირდება. ეს სიმღერა შეასრულეს რაჭველებმა ა. წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს (1912).
ლიტ.: გვარამაძე ლ., ქართული საცეკვაო ფოლკლორი, თბ., 1997; თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2010.