მაღლაფერიძე ვასილ თეიმურაზის ძე

მაღლაფერიძე ვასილ თეიმურაზის ძე (დ. 5. IX. 1958, თბილისი), ფილოლოგი, პედაგოგი, ჟურნალისტი. 1980 დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი. 1981–82 მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გაერთიანება „დებიუტის“ უფრ. რედაქტორად, 1984–94 – მე-6 საშ. სკოლაში ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად, 1988–90 – თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრაზე, 1992–97 – თსუ-ის ქართ. ქრისტ. კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგედ. 1993 დააფუძნა გაზ. „კავკასიონი“ (გამოდიოდა 2000 წლის ჩათვლით), რ-ის რედაქტორიც იყო 1995–97. იყო საქართვ. მე-5 (1999–2004) და მე-6 მოწვევის (2004–05) პარლამენტის წევრი, სახელმწ. რწმუნებული – გუბერნატორი დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში (2005–08); ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „საზოგადოება 20/30-ის“ მთ. პროდიუსერი (2014–16) და საზ. მაუწყებლის გენ. დირექტორი (2017–20). 2022-იდან არის საქართვ. საზ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავ-რე. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა და პუბლიც. სტატიებისა. 1993 მონაწილეობდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამართულ ბრძოლებში.