მაღლაფერიძე თეიმურაზ ვასილის ძე (26. V. 1936, სოფ. დვაბზუ, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 2. II. 1994, თბილისი), მწერალი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1959). თსუ-ის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის დოცენტი. პირველი ნოველები 1959 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „უშბა“ – 1963. ავტორია რომანებისა „წყურვილი“ (1973), „გაულ გავხე“ (1976), „ცხრაკარა“ (1979); მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები: „მალე გაზაფხული მოვა“ (1967, თანაავტორები ო. იოსელიანი და ო. აბესაძე), „ცისკრის ზარები“ (1967), „ანარეკლი“ (1975), „ესკულაპეს მოწაფე“ (1979). მ-ის რომანი „წყურვილი“ თარგმნილია რუს. ენაზე.
თხზ.: სამი რომანი, თბ., 1988; სოლო სიმღერა შემოდგომაზე. მოთხრობები, თბ., 1989; მარადი აწმყო. ნარკვევები ქართულ მწერლობასა და ინტელიგენციაზე, თბ., 2005; პერსონალიები. ესეისტური პორტრეტები, თბ., 2006.