მაღნარაძე ნინო გიორგის ასული

მაღნარაძე ნინო გიორგის ასული [15. III. 1916, ახალსენაკი (ახლანდ. სენაკი), – 26. V. 1992, თბილისი], ასტრონომი, ცის მექანიკის მკვლევარი. საქართველოში პირველი ქალი, რ-საც ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხი მიენიჭა (1966); პროფესორი (1969). დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1939); 1939-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თსუ-ის ასტრონომიის კათედრაზე. მ-მ შეიმუშავა ახალი მეთოდი ცვალებადმასიანი კოსმოსური სხეულის (მეტეორიტი, კომეტა, თანამგზავრი) მოძრაობის შესასწავლად, რ-იც იძლევა არა მარტო ანალიზური ამონახსნების მიღების საშუალებას, არამედ ხელსაყრელია თანამედროვე ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებზე რიცხვითი ამონახსნების მიღებისათვის. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.