მაღრაძე ვალერიან ალექსანდრეს ძე

მაღრაძე ვალერიან ალექსანდრეს ძე (15. III. 1923, ბორჯომი, – 15. VII. 1996, თბილისი), მუსიკისმცოდნე (თეორეტიკოსი), ფოლკლორისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი, ხალხ. (მესხური) სიმღერების შემკრები. 1951 დაამთავრა მოსკ. სამშენებლო ინ-ტის საინჟინრო-არქიტ. ფაკ-ტი, 1958 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (საკომპოზიციო, პედ. ა. ბალანჩივაძე); 1963–96 იქვე ასწავლიდა მუს. თეორიას, 1980–81, როგორც სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ფოლკლორული ექსპედიციის დროს ჩაწერა და აღადგინა მრავალი ნაკლებად ცნობილი მესხური ხალხ. სიმღერა.

მ-ის სიმფონიური ნაწარმოებებია: საცეკვაო სიუიტა „ქართული“ სიმფ. ორკესტრისთვის (1950), საფორტეპიანო კონცერტი (1956), ვარიაციები ფორტეპიანოსთვის (1952), სახუმარო პიესა საფორტეპიანო კვინტეტისათვის (1964), საბავშვო პიესა საფორტეპიანო კვარტეტისათვის (1977), 12 საფორტეპიანო პიესა (1978), 2 პრელუდია, 3 ქართ. ცეკვა ფორტეპიანოსთვის (1982) და სხვ.

თხზ.: ქართული (მესხური) ხალხური სიმღერები, თბ., 1987.

ლიტ.: კრავეიშვილი გ., თემა განსჯისათვის, „მუსიკა“, 2015, №4(25); მესხეთური ტრადიციები, „საბჭოთა ხელოვნება“, 1969, №5.